11 თებერვალი ირანის ისლამური რევოლუციის წლისთავია.
როგორც ტაბულას თბილისის მერიაში განუცხადეს, დროშა ირანის დროშის ფერებში ირანის საელჩოს მიმართვის საფუძველზე განათდა "რაც უკავშირდება ირანის ეროვნულ დღესასწაულს".
"როგორც იცით, მსგავსი პრაქტიკა წლებია არსებობს, როდესაც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მოგვმართავენ თხოვნით, ყოველთვის ვანათებთ ანძას შესაბამისი ქვეყნის დროშის ფერებში. ამდენად, როგორც წინა წლებში, წელსაც განათდა ანძა ირანის დროშის ფერებში" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ცნობისთვის, ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს ბოლო მონაცემებით, ამ დრომდე აქციებზე დაღუპულთა რაოდენობა 6 961-ს აღწევს, ხოლო რეჟიმის მიერ დაკავებულთა რიცხვი 51 000-ს აღემატება.
ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე საპროტესტო აქციები 29 დეკემბერს დაიწყო.





