ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებია. ირანის ელჩი ლაპარაკობდა თავისი ქვეყნის პოზიციაზე, რომ ვინც ჩაერია მის საწინააღმდეგოდ, ისინი პოლიტიკურ ფასს გადაიხდიან. ეს მას რომც არ განეცხადებინა, ვიცით. ყოველდღე ვუყურებთ საუდის არაბეთს და გაერთიანებულ ემირატებს როგორ ესვრიან რაკეტებს. მას რომ გაეკეთებინა ეს განცხადება ქართულ კონტექსტში, რა თქმა უნდა ჩვენი, რეაგირება იქნებოდა. მან უბრალოდ გამოხატა თავისი ქვეყნის პოზიცია და დამოკიდებულება, რომ ის ქვეყნები, ვინც ასე გააკეთებენ, პოლიტიკურ ფასს უკვე იხდიან, მომავალში კი არ გადაიხდიან, უკვე იხდიან. ეს ფაქტია და ამას ვუყურებთ.
საქართველო-ირანი
შარმანაშვილი: ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებია, ასე რომ ყოფილიყო, რეაგირება იქნებოდა
tbl.ge/7gzh
დაკოპირდა

უთხრა ივანიშვილის წარმომადგენელმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებს, ინტერპრესნიუსის ცნობით.
აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ზარის შემდეგ, 31 მარტს, ირანის ელჩმა საქართველოში, სეიედ ალი მოჯანმა სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ "როდესაც ზოგიერთი ქვეყანა, უნებლიეთ ან ნაჩქარევად, საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს, ადრე თუ გვიან, ქვეყნის შიგნითვე იწვნევს".
თენგიზ შარმანაშვილიირანის ელჩისაქართველო-ირანიირანი-საქართველოსაქართველო-აშშაშშ-საქართველოაშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში
ამავე თემაზე
- ელჩი ანძაზე: თანამედროვე ირანისადმი პატივისცემა აღიარებულია საერთაშორისო დონეზე
- თბილისის ანძა ირანის დროშის ფერებში განათდა – მერია
- მათიკაშვილი: ირანს ვუსურვებთ მშვიდობას, ირანის საზოგადოებას ვუსურვებთ დამშვიდებას
- სეფაშვილი ირანზე: არ მაქვს დაწვრილებითი ინფორმაცია, თუ რა და როგორ მიმდინარეობს
- TI: ოცნება არადემოკრატიულ რეჟიმებთან, მათ შორის, ირანთან, ურთიერთობას აძლიერებს




