მოსამართლეების დანიშვნა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეებს ირჩევენ

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს დილიდან მოსამართლეების დანიშვნის პროცესი მიმდინარეობს. 30 ვაკანტურ ადგილზე 48 კანდიდატია. ეს წელს მოსამართლეების პირველი დანიშვნებია.

პროცესის დაჩქარებას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იმით ხსნიან, რომ 20 თებერვლიდან მოწმეთა დაკითხვის წესი უნდა ამოქმედდეს და სისტემაში კადრების შევსებაა საჭირო.

მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერება პრეზიდენტმა გუშინ მოითხოვა. მისი სახელით განცხადება იურიდიულ საკითხებში მრჩეველმა კახა კოჟორიძემ გააკეთა.

კომენტარები