INTERFAX-ის ცნობით, ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, 8 თებერვლის დილიდან რუსეთში, სამხრეთის სამხედრო ოლქში საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება დაიწყო.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, სამხედრო სატრანსპორტო ავიაცია და საჰაერო სადესანტო შენაერთები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. მისივე განცხადებით, შემოწმდება სამხრეთის საბრძოლო შენაერთების მზადყოფნა კრიზისულ სიტუაციებში.
სწავლების მიზანია ტერორისტულ საფრთხეებთან, ბუნებრივ და ტექნოგენურ კატასტროფებთან საბრძოლველად საჭირო ამოცანების შემუშავება და მათთან გამკლავება.
წვრთნაში საჰაერო სადესანტო შენერთებთან ერთად შავი ზღვის ფლოტის ძალებიც მონაწილეობს.





