პრეზიდენტის მოხსენება

პრეზიდენტი: ცხადია, არც 2016 წელი იქნება ეკონომიკურად მაინცდამაინც იოლი

2015 წელი, კარგად ვიცით, რთული იყო ჩვენი ქვეყნისთვის. როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად. გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელება, განსაკუთრებით, განვითარებად ბაზრებზე, დოლარის გამყარება, ნავთობის ფასის ისტორიულ მინიმუმამდე დაცემა, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ამ ორი ქვეყნის ეკონომიკური რეცესია, რუსეთ-თურქეთის პოლიტიკური დაძაბულობის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური სირთულეები - ესაა ჩამონათვალი იმ სირთულეებისა, რომელიც არსებობდა გლობალურად ეკონომიკაში, არსებობდა სპეციფიკურად ჩვენს რეგიონში და რომლებთანაც გამკლავება უწევდა ჩვენს ქართულ ეკონომიკას. ცხადია, რომ არც 2016 წელი არ იქნება მაინცდამაინც იოლი ეკონომიკური თვალსაზრისით, განსაკუთრებით კი, განვითარებადი ქვეყნებისთვის, რადგან შეზღუდულ რესურსებზე ბუნებრივად გაიზრდება კონკურენცია და ქვეყნებს შორის ამ კონკურენციის პროცესში უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველომ მოახერხოს და ეფექტურად გამოიყენოს თავისი მნიშვნელოვანი კონკურენტული შესაძლებლობები.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები