პანკისის ხეობა

უტიაშვილი: პანკისზე ლავროვის განცხადება არის მუქარა საქართველოს მიმართ

ლავროვის განცხადებას უშუალოდ პანკისთან არანაირი კავშირი არ აქვს და ეს არის მუქარის გზავნილი საქართველოს მიმართ. მეორე ათეული წელია უკვე მივეჩვიეთ, რომ როცა რუსეთს საქართველოს მიმართ პრეტენზიები აქვს, ისინი აპელირებენ პანკისის თემით და ამბობენ, რომ პანკისში რაღაც ხდება და ეს “რაღაც ხდება” თეორიულად ნიშნავს იმას, რომ მათ აქვთ ძალის გამოყენების უფლება. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი უახლოეს მომავალში აპირებს, რომ ძალა გამოიყენოს, მაგრამ როგორც ჩანს საქართველოს მთავრობამ მცდელობა დააკლო რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას, ან Gazprom-თან დააგვიანა ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა და რუსეთი უკვე მუქარაზეც გადავიდა. ეს იყო პირველი მუქარა საქართველოს მიმართ, რომელიც 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გაისმა. ცხადია, არანაირი ტერორისტები პანკისის ხეობაში არ არიან. მას შემდეგ რაც დააკავეს შუამავლები, რეკრუიტერები, რომლებიც ახდენდნენ პანკისიდან ახალგაზრდების გადაყვანას, უკვე რამდენიმე თვეა ახალი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პანკისიდან ვინმე წავიდა სირიაში, აღარ არსებობს. 

აღნიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, შოთა უტიაშვილმა გადაცემა "თეორემაში".

კომენტარები