ტერორიზმი

რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტი: ISIS-ის მებრძოლებს ჩატაევი ხელმძღვანელობს

www.frontpagemag.com

რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ჩრდილოკავკასიელ მებრძოლებს, ამერიკის მიერ ტერორისტთა სიაში შეყვანილი ახმედ ჩატაევი ხელმძღვანელობს. რუსული სპეცსამსახურები ჩატაევს ევროპისა და რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების დაგეგმვაში ადანაშაულებენ.

საქართველოს ტერორიზმთან კავშირსა და საფრთხეებზე რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც ისაუბრა.

ცნობისათვის, ახმედ ჩატაევი ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაკავებულთა შორის ერთ-ერთია. ოფიციალური ინფორმაციით, ჩატაევი დაკავების დროს რამდენიმე ხელყუმბარით იყო შეიარაღებული. მის დაკავებას აქციები მოჰყვა თბილისსა და პანკისის ხეობაში. ჩატაევის უკანონო პატიმრად აღიარებას მოითხოვდა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და უფლებადამცველი, მათ შორის, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, რომელიც იმ დროს ადამიანის უფლებათა ცენტრს ხელმძღვანელობდა.

ახმედ ჩატაევი ჩეჩენ მებრძოლებში განსაკუთრებული გავლენით სარგებლობდა და ცნობილი საველე მეთაურის დოკუ უმაროვის უახლოეს გარემოცვის წევრადაც ითვლება.

ახმედ ჩატაევი საპატიმროდან 2012 წელს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე გათავისუფლდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი, ახმედ ჩატაევი უდანაშაულოდ 2012 წლის დეკემბერში ცნო.

კომენტარები