რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

პრემიერი: რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას წინაპირობები აქვს

[რუსეთთან] დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს მნიშვნელოვანი წინაპირობები, ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და კიდე უფრო მნიშვნელოვანი სუვერენიტეტის ანუ ყველა სუვერენული გადაწყვეტილების პატივისცემა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება საქართველოს ხალხთან ერთად იღებს. რაც შეეხება იმას, თუ რა განცხადებები გაკეთდა ამას გარდა, მე მინდა, რომ პოზიტივზეც ვისაუბრო, რომ ვიზების შემსუბუქება უკანასკნელ პერიოდში იყო ძალიან პოზიტიური გადაწყვეტილება, თუმცა, რა თქმა უნდა, პანკისის ხეობასთან გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ვიტყვი აუცილებლად, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს სრულ კონტროლს, არანაირი ტერორისტული რისკი დღესდღეობით პანკისის ხეობიდან არ მომდინარეობს. დიალოგი აუცილებელია ყველა შემთხვევაში, დიალოგისთვის ჩვენ გვაქვს გარკვეული არხები, ამ საკითხს, ჩვენ, რა თქმა უნდა, განვიხილავთ და უახლოეს მომავალში გაკეთდება კომენტარები.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებაზე.

კომენტარები