ლარის გაუფასურება

კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 2.49 ლარს აჭარბებს

კასპერ პემპელი / REUTERS

კომერციულ ბანკებში ერთი აშშ დოლარის ღირებულებას 2.49 ლარს აჭარბებს. 

ამ დროის მონაცემებით, საქართველოს ბანკში ერთი აშშ დოლარის ყიდვა 2.495 ლარად არის შესაძლებელი, თიბისი ბანკში - 2.49 ლარად, ხოლო ბანკ რესპუბლიკაში 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4910 ლარია. 

რაც შეეხება ლიბერთი ბანკს, აქ 1 აშშ დოლარი 2.4850 ლარი ღირს.

ბოლო პერიოდში ერთი დოლარი 2.40 ღირდა, თუმცა რამდენიმე დღეა, ეროვნული ვალუტა კვლავ უფასურდება. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4445 ლარია, რაც ისტორიულ მინიმუმს მცირედით ჩამორჩება.

ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დღეს დადგინდება.

კომენტარები