კრიმინალი

2015 წელს თვითმკვლელობამდე მიყვანის არც ერთი საქმე არ არის გახსნილი

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, 2015 წელს თვითმკვლელობამდე მიყვანის 395 შემთხვევა დაფიქსირდა. 2014 წელთან შედარებით, ეს 18.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. კერძოდ, 2014 წელს საგამოძიებო უწყებებმა თვითმკვლელობამდე მიყვანის 334 ფაქტი დაარეგისტრირეს.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2015 წელს ამ მუხლით დაწყებული გამოძიებიდან, არც ერთი საქმე არ არის გახსნილი. 2014 წელს კი, ოფიციალური სტატისტიკით, შსს-მ თვითმკვლელობამდე მიყვანის სამი საქმე გახსნა.

კომენტარები