მთავრობის სხდომა

ჟურნალისტებისთვის დღეიდან მთავრობის სხდომის გაშუქების ახალი წესი ამოქმედდა

radiotavisupleba.ge

ჟურნალისტებისთვის დღეიდან მთავრობის სხდომის გაშუქების ახალი წესი ამოქმედდა. კერძოდ, მედიის წარმომადგენლებს აღარ აქვთ უფლება, მთავრობის ადმინისტრაციის მე-12 სართულზე ავიდნენ, სადაც მინისტრთა კაბინეტის სხდომა იმართება.

სხდომის განმავლობაში ჟურნალისტები ადმინისტრაციის შენობის მე-3 სართულზე, სპეციალურად გაკეთებულ მედიაცენტრში იქნებიან. სხდომის დასრულების შემდეგ კი, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მინისტრები კომენტარების გასაკეთებლად მე-3 სართულზევე მოწყობილ პრესკონფერენციის ოთახში თავად ჩავლენ.

ჟურნალისტებისთვის მთავრობის ადმინისტრაციაში მედიაცენტრი და პრესკონფერენციის ოთახი რამდენიმე თვის წინ მოეწყო.

კომენტარები