ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შსს-ს ცნობით, დადგენილია ბრალდებულის ვინაობა და მის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.





