დანაშაული არსებობდა და ყოველთვის იარსებებს - მთავარია, სახელმწიფო რას უპირისპირებს მას. დანაშაულს ჩვენ ვუპირისპირებთ შეუწყნარებელ პოლიტიკას. ჩვენი მიზანია დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში უფრო ეფექტური შედეგები და უსაფრთხოების კიდევ უფრო მაღალი სტანდარტების დამკვიდრება. ხაზგასმით ვაცხადებ, არანაირი შეღავათი, არანაირი მოწოდება და თხოვნა, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ეს, არ იქნება გათვალისწინებული, როცა საქმე გვაქვს სამართალდამრღვევთან და დამნაშავესთან. მიუხედავად კრიმინალის დამცველების მხრიდან პოლიციის მიმართ პერიოდულად გაჟღერებული ინსინუაციებისა, პოლიცია არცერთი ნაბიჯით უკან არ დაიხევს, იგი იმოქმედებს კანონის და, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების სრული დაცვით და გააგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას დანაშაულის წინააღმდეგ. ნებისმიერი პირი, რომელიც არ დაემორჩილება პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას და გამოხატავს უპატივცემულობას პოლიციის მიმართ, პასუხს აგებს კანონის სრული სიმკაცრით. მე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ვაცხადებ, რომ ბრძოლა დანაშაულთან იქნება შეურიგებელი, შეუვალი და ჩვენ ერთად, ამ გზაზე აუცილებლად ვიქნებით წარმატებულები.
tbl.ge/6a6
დაკოპირდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მოადგილეების წარდგენისას.




