ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოსახლეობას ქრისტეშობის დღესასწაულს ულოცავს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ყველას, ვინც დღეს ქრისტეშობას აღნიშნავს, ულოცავს ამ დღესასწაულს. შობა, ესაა იმედის, გადარჩენის, სინათლის სიმბოლო. უფალმა მიანიჭოს ყველა ოჯახს ის დიდი სიხარული, რასაც დღევანდელ დღეს განვიცდით.
ყველას გილოცავთ ქრისტეშობას! უფალი იყოს საქართველოსა და ჩვენი ოჯახების მფარველი", - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ მილოცვაში.





