ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეის მტკიცებით, წყალბადის ბომბი წარმატებით გამოსცადეს

https://10minuteastronomy.wordpress.com

ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყანამ თერმობირთვული (წყალბადის) ბომბი წარმატებით გამოსცადა. ჩრდილოეთ კორეის ტელევიზია მას "სამართლიანობის აღმატებულ იარაღს" უწოდებს.

ქვეყნის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა წყალბადის ბომბის ფლობის შესახებ პირველად 10 დეკემებერს განაცხადა, მისი თქმით, ქვეყანა მზადაა, საკუთარი სუვერენიტეტის დასაცავად, ნებისმიერ დროს გამოიყენოს ატომური და თერმობირთვული (წყალბადის) ბომბები.

ანალიტიკოსები ჩრდილოეთ კორეის განცხადებას სკეპტიციზმით უყურებენ. მათი თქმით იანვრის ტესტი სიმძლავრით არ აღემატებოდა ქვეყნის მიერ წარსულში განხორციელებულ სამ ტესტს, თუკი ქვეყანა წყალბადის ბომბს გამოცდიდა, მაშინ მისი აფეთქება წარსულში განხორციელებულ ბირთვულ ტესტებზე უფრო მძლავრი უნდა ყოფილიყო.

აღსანიშნავია, რომ თერმობირთვული ბომბი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ატომური. განსხვავებულია ამ ორი ბომბის მუშაობის სქემაც, ატომური ბომბის აფეთქება ატომების გახლეჩვის შედეგად მიიღება, თერმობირთვული ბომბი კი აფეთქების დროს არა დაშლის არამედ ბირთვული სინთეზის პროცესს იყენებს, რომელსაც თან კოლოსალური მოცულობის ენერგიის გამოთავისუფლება მოჰყვება.

კომენტარები