მადრიდის რეალი

ზინედინ ზიდანი მადრიდის რეალის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

Reuters

ზინედინ ზიდანი მადრიდის რეალის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მან ამ პოსტზე რაფაელ ბენიტესი შეცვალა, რომელიც არადამაკმაყოფილებელი მუშაობის გამო გაათავისუფლეს.

რეალის ყოფილი ფრანგი ფეხბურთელის თქმით, ის "სულსა და გულს შესწირავს", რომ კლუბმა წარმატებას მიაღწიოს.

ზიდანი ფლორენტინო პერესის პრეზიდენტობისას დანიშნული მადრიდის რეალის მე-11 მწვრთნელი იქნება.

კომენტარები