კრიმინალი

პოლიციელის მკვლელობის ბრალდებით თელავში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პოლიციელის მკვლელობის ბრალდებით თელავში ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

თელავის პოლიციის შენობის ეზოში მოქალაქემ ერთი პოლიციელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, მეორე კი, დაჭრა. დაჭრილი სამართალდამცველი ქალის მდგომარეობა მძიმეა და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

კომენტარები