ბიზნესი

კვირიკაშვილი: ბავშვებმა სკოლიდანვე უნდა დაიწყონ საკუთარ ბიზნესზე ფიქრი

დამწყები ბიზნესების დაფინანსების პროექტში, ჩვენი კონცეფციით, უნდა იყოს ჩართული აუცილებლად ბიზნესსკოლები, საკონსულტაციო კომპანიები და უნდა გაეწიოთ სპეციალური მიზანმიმართული დახმარება ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ, რომ დამოუკიდებელი ცხოვრება ააწყონ, რომლებსაც სურთ, რომ არ იყვნენ დაქირავებული თანამშრომლები და ძალიან კარგია, თუ ამ სულისკვეთებას გავაღვივებთ და განვავითარებთ საქართველოში. რა თქმა უნდა, იქნება დაფინანსება, რომ მათ არ მოუწიოთ უძრავი ქონების დაგირავება. ზუსტად ეს არის პრობლემა დამწყები ბიზნესებისთვის და მთლიანად მეწარმეობის - სულისკვეთების განვითარება, იმ სულისკვეთების, რომ დაწყებითი სკოლიდანვე ბავშვებმა დაიწყონ ფიქრი იმაზე და ისინი შეეგუონ იმ აზრს, რომ ადამიანი შესაძლებელია, არ გახდეს დაქირავებული თანამშრომელი, გაცილებით უკეთესია, რომ მათი აზროვნების სტილი აეწყოს იმაზე, რომ მათ ჰქონდეთ საკუთარი ბიზნესის, ისინი გახდნენ მეწარმეები, ბიზნესის მფლობელები და არა დაქირავებული ადამიანები. ჩვენ ბავშვობიდანვე შევუწყობთ და განათლების სისტემაში დავიწყებთ ამ პროექტს და, რა თქმა უნდა, რამდენიმე თვეში უკვე დაგპატიჟებთ პროექტის გახსნის ცერემონიაზე და დაიწყება ეს დაფინანსების მექანიზმები.

პრემიერმინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი რიგგარეშე სხდომაზე.

კომენტარები