პრემიერმინისტრობის კანდიდატმა აღაიარა, რომ დაპირებები უმეტეს შემთხვევაში იყო გადაჭარბებული და არასწორ საექსპერტო დასკვნებს ეფუძნებოდა. გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრმა აღიარა, რომ უწყების მიერ წარმოდგენილი სტატისტიკა არ არის ზუსტი და მძიმე დანაშაულმა იმატა. ამის დადასტურება მივიღეთ დღეს დილითვე, როდესაც ორმხრივი სროლა გაიმართა პოლიციელებსა და ბანკის გაძარცვაში დამნაშავეებს შორის. აქვე ჩვენ გავიგეთ, რომ შსს-ს აქვს კონცეფცია, რომელიც გაანალიზებაზეა გათვლილი. თუმცა, სანამ შს მინისტრი ჩაანალიზებს, სანამ ბატონი პრემიერობის კანდიდატი გაეცნობა მინისტრებს, დღეს და ახლა რა უნდა ქნას იმ ხალხმა, ვინც ყაჩაღობების მსხვერპლია, ვისაც პენსია არ აქვს, ვისაც ელემენტარული საცხოვრებელი პირობები არ აქვს? თქვენს ფრაზეოლოგიაზე რომ გადავიდეთ, ამჟამად რა უნდა ვქნათ, აღიარებები ვჭამოთ?
tbl.ge/nol
დაკოპირდა

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე.
ამავე თემაზე
- შეიქმნება სამსახური, რომელიც გზაზე პირუტყვის გადასვლის პრევენციასაც უზრუნველყოფს
- საპარლამენტო დელეგაცია პაპ ლეო XIV-ს და კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა - პრესსამსახური
- კობახიძის მოსმენაზე, 26 ნოემბერს, პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- კობახიძის მოხსენების გამო, 27 ივნისს პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- სხდომაზე პაპუაშვილი მოხსენებით წარსდგება, ონლაინ მედიას პარლამენტში ისევ არ შეუშვებენ




