ბიზნესი

ხადური: ფინანსთა სამინისტრო გახდება ბიზნესზე და არა ბიზნესმენებზე მორგებული

ტაბულა

"ფინანსთა სამინისტრო დარჩება და გახდება უფრო მეტად მეგობრული ბიზნესისადმი, მაგრამ აქვე დავაზუსტებ - ბიზნესისადმი და არა ბიზნესმენებისადმი" - განაცხადა ნოდარ ხადურმა პარლამენტში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე. 

"ამ წუთის მდგომარეობით 2015 წლის საქართველოს სახელწიფო ბიუჯეტი შესრულებულია შემოსავლების ნაწილში. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი სამინისტროს და მთავრობის დამსახურებაა, რომ ბიზნესი განთავისუფლდა ხელისუფლებისა და საგადასახადო ინსტიტუტების ტერორისგან. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ბიუჯეტი შეიძლება შეივსოს ძალადობის გარეშე. ფინანსთა სამინისტრო დარჩება და გახდება უფრო მეტად მეგობრული ბიზნესისადმი, მაგრამ აქვე დავაზუსტებ - ბიზნესისადმი და არა ბიზნესმენებისადმი. "- ამბობს ხადური.

უცნობია თუ რა სხვაობაა ბიზნესისა და ბიზნესმენთა ინტერესებს შორის. თანაც იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბიზნესებს ბიზნესმენები მართავენ და საკუთარი კომპანიების განვითარების შესახებ გადაწყვეტილებებსაც ბიზნესმენები იღებენ. 

კომენტარები