ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა სამინისტროში ნოდარ ხადურის შესაძლო გადადგომას არ ადასტურებენ

ტაბულა

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ნოდარ ხადური მინისტრთა ახალ კაბინეტში პორტფელს ვერ შეინარჩუნებს. პრემიერობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მინისტრთა კაბინეტში გარკვეული ცვლილებები გამორიცხული არ არის. 

პირველი რადიოს ინფორმაციით კი, ნოდარ ხადური თანამშრომლებს უკვე დაემშვიდობა და პოსტი დატოვა. 

ნოდარ ხადური დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ფინანსთა მინისტრის პორტფელის ყველაზე ხანგრძლივი მფლობელია. 

კომენტარები