ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოსახლეობას ქრისტესშობას ულოცავს.
"ყველას, ვინც დღეს ქრისტესშობას ზეიმობს, გულითადად გილოცავთ. საქართველოს კონსტიტუცია დაფუძნებულია პიროვნების თავისუფლების ქრისტიანულ ტრადიციაზე და იცავს თითოეულ მოქალაქეს. თავისუფლების დაცვა ჩვენი აწმყოსა და მომავლის ურყევ ფუნდამენტად უნდა იქცეს.
გისურვებთ ულევ სიხარულს, წინსვლას, წარმატებებს და გამთლიანებულ საქართველოში ცხოვრებას, სადაც თითოეული მოქალაქის თავისუფლება და კანონის წინაშე თანასწორობა დაცულია, სადაც პიროვნების ღირსება უპირობო და ხელშეუვალია. კიდევ ერთხელ გილოცავთ შობას! დაესწარით მრავალს!", - აღნიშნულია პარტიის მილოცვაში.





