ღარიბაშვილის გადადგომა

უსუფაშვილი: პრემიერები, სპიკერები, პრეზიდენტები არ გვჭირდება სიცოცხლის ბოლომდე

მე ვიცოდი, რომ პრემიერმინისტრი ამ თემაზე ფიქრობდა, მაგრამ როდის მიიღებდა ის გადაწყვეტილებას და რა მომენტში, ეს მისი გადასაწყვეტი იყო. მან თავისი გადაწყვეტილება ძალიან მკაფიოდ და ნათლად დაასაბუთა. მან განაცხადა იმის შესახებ, რომ კოალიცია ქართულმა ოცნებამ ქართულ სინამდვილეში სხვა ტრადიციების დამკვიდრება დაიწყო. მე შეგახსენებთ, თუ რა ხდებოდა საქართველოში ძალაუფლების მოსაპოვებლად ან ძალაუფლების შესანარჩუნებლად უახლოესი წლების განმავლობაში, დამოუკიდებლობის ბოლო 20-25 წლის განმავლობაში. ჩვენ შემთხვევაში პირველმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ერთი წლის შემდეგ დატოვა ძალაუფლება და მან ჩათვალა საჭიროდ, რომ მიეცა თავისი გუნდის სხვა წევრებისთვის ასპარეზი და ირაკლი ღარიბაშვილმა იგივე ნაბიჯი გადადგა და მე დარწმუნებული ვარ, ეს ტრადიცია გაგრძელდება იმიტომ, რომ ჩვენ პრემიერები, სპიკერები, პრეზიდენტები არ გვჭირდება სიცოცხლის ბოლომდე. ჩვენ გვჭირდება მანამ, სანამ ადამიანები თავად გრძნობენ, რომ შეუძლიათ საქმის კეთება, აქვთ სათანადო ენერგია, მონდომება და ენთუზიაზმი.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაზე.

კომენტარები