ღარიბაშვილის გადადგომა

ცისკარიშვილი: ივანიშვილმა შეცვალა მენეჯერი თავის კორპორაციაში

ეს კაცი [ბიძინა ივანიშვილი] თავის თავს ხომ არ გადააყენებდა, ამიტომ შეცვალა მენეჯერი თავის კორპორაციაში, ფიქრობს, რომ ამით რაღაცას გამოასწორებს, მაგრამ საბოლოო ჯამში იქამდე მივდივართ, რომ მაინც თავად მართავს ამ კორპორაციას თავისი გაგებით, იმიტომ, რომ ქვეყანა დაიპრივატიზირა. ვინც არ უნდა მოიყვანოს, შემდეგი პრემიერიც ისევ მისი ნება-სურვილის აღმსრულებელი ადამიანი იქნება, არ იქნება დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა, ერთი ჩვეულებრივი აღმასრულებელი, დამჯერი, მისი დავალებების კარგად გამგონე კაცი იქნება და მისი დავალებები ქვეყანას ჩეხავს უფსკრულში, ეს უკვე ყველამ ვნახეთ სამი წლის განმავლობაში.

ენმ-ის წევრი პეტრე ცისკარიშვილი ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერის პოსტიდან გადადგომის შესახებ.

კომენტარები