ქართული ოცნება

ბერძენიშვილი: ვერ ვხედავ ირაკლი ღარიბაშვილს საარჩევნო სიის პირველ ნომრად

მე ვერ ვხედავ ირაკლი ღარიბაშვილს საარჩევნო სიის პირველ ნომრად. რადგან ამ შემთხვევაში ვერ ვხედავ მისი გადადგომის მიზეზებსაც. აქ რაღაც ლოგიკა ვერ დავიჭირე. არ ვიცი, ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციას, მე ამის შესახებ არაფერი ვიცი. ბევრი საუბარია, თუ სად წავა ირაკლი ღარიბაშვილი. ღარიბაშვილის საქმე ჩემთვის საინტერესო იყო მანამ, სანამ ის იყო პრემიერმინისტრი. დანარჩენი არის მისი პირადი ბედი. ეს ჩემს სურვილებზე ნამდვილად არ არის დამოკიდებული.

უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი გავრცელებულ ინფორმაციაზე, საპარლამენტო სიის პირველ ნომრად ირაკლი ღარიბაშვილის ჩასმის შესახებ.

კომენტარები