ღარიბაშვილის გადადგომა

პრეზიდენტმა მთავრობის იმავე შემადგენლობას მოვალეობის შესრულება დააკისრა

Reuters

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც მთავრობის მოვალეობას კვლავ იგივე შემადგენლობა შეასრულებს.

"საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, რომლის საფუძველზეც, საქართველოს მთავრობის იმავე შემადგენლობას, დააკისრა მთავრობის მოვალეობის შესრულება, მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე.

შესაბამისად, ასევე კონსტიტუციის მიხედვით, ახლა, საქართველოს პარლამენტი, საპარლამენტო უმრავლესობა, საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს პრემიერმინისტრობის კანდიდატს და დღევანდელი დღიდან, 7 დღის ვადაში, საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატს წამოაყენებს ოფიციალურად და წარუდგენს მას პარლამენტს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ.

კომენტარები