ჩვენ ვიცოდით, რომ ის ამ გადაწყვეტილების შესახებ ფიქრობდა, უკვე კარგა ხანია, თუმცა, ბუნებრივია, რომ დღეს და რომელ საათზე მოხდებოდა ეს არ ვიცოდით და ჩვენთვის არ იყო ეს სიახლე. მე ვფიქრობ, რომ ირაკლის ჰქონდა იმის სურვილი, მოთხოვნილება, მოლოდინი, რომ საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, რომ არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, არ აქვს მნიშვნელობა რა მასშტაბის ძალაუფლებას ატარებ, როდესაც ჩათვლი, რომ კონკრეტული მიზანი, იმ მომენტის ამოცანა მიღწეულია, შესაძლებელია ასპარეზი დაუთმო სხვა ადამიანებს. ვფიქრობ, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში, გარდამტეხი გადაწყვეტილება, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ მივიღეთ, იყო მთავარი ფაქტორი ამ გადაწყვეტილების თარიღის მომწიფებისთვის. როგორც სჩანს პრემიერმა ჩათვალა, რომ ის პირველი რიგის ამოცანები შესრულებულია და ახლა, ახალი სისხლი, ახალი ენთუზიაზმი და ადამიანი სჭირდება ქვეყანას. ამიტომ, ასეთი მოქმედება, განსაკუთრებით საქართველოში რა თქმა უნდა დასაფასებელია
tbl.ge/arf
დაკოპირდა

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის გადადგომაზე
ამავე თემაზე
- უსუფაშვილი: ვურჩევდი ღარიბაშვილს, ახალი წელი რაც შეიძლება ხანგრძლივად იზეიმოს
- უსუფაშვილი ღარიბაშვილის გადადგომაზე: მჯობზე მჯობი არასოდეს დაილევა
- ცისკარიშვილი: ივანიშვილმა შეცვალა მენეჯერი თავის კორპორაციაში
- ხუხაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილი ვერ ჩამოყალიბდა ლიდერად
- ხუხაშვილი: კონსოლიდაციისთვის საჭიროა პოლიტიკურად უფრო კორექტული ადამიანები




