ღარიბაშვილის გადადგომა

ბაქრაძე: ვინ იქნება მომავალი პრემიერი, არც მე ვიცი და არც უმრავლესობამ

ვინ იქნება მომავალი პრემიერი, არც მე ვიცი და არც უმრავლესობის წევრებმა, ეს იცის მხოლოდ ერთმა ადამიანმა და ამიტომ დაველოდოთ ამ ადამიანის გადაწყვეტიელებას. რაც შეეხება პროცედურებს, მე არ ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით გართულებული პროცედურა იქნება, ვინაიდან გუნდის შიგნიდან გადახალისება ვერანაირად ამ მთავრობას ვერ შეცვლის, ეს იქნება იგივე მთავრობა, რომელიც არ წარმოადგენს ერთ გუნდს, რომელსაც არ აქვს ერთი ღირებულებები, რომელსაც არ ესმის ხალხის გაჭირვება და რომელსაც არ გააჩნია კონკრეტული გეგმა როგორ წაიყვანოს ქვეყანა წინ

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე პრემიერის გადადგომაზე

კომენტარები