ღარიბაშვილის გადადგომა

ღარიბაშვილი: თანამდებობები არის დროებითი, მარადიულია უფალი და სამშობლო

მას მერე, რაც ბატონმა პრემიერმინისტრმა გადადგა, მე ვიტყოდი, უპრეცედენტო ნაბიჯი და მისი პოპულარობისა და პოლიტიკური გავლენის ზენიტში მყოფმა, მისივე გადაწყვეტილებით დატოვა თანამდებობა, მან შექმნა მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა აკეთოს პოლიტიკოსმა ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე, როგორც დროული მოსვლით, ისე თანამდებობიდან დროული წასვლით. გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემთვის თანამდებობა, იქნებოდა ეს შს მინისტრობა თუ პრემიერმინისტრობა, ზოგადად, ხელისუფლებაში ყოფნა არასდროს ყოფილა ჩემი თვითმიზანი. ჩემთვის ეს არის უბრალოდ რესურსი, რომ ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ჩვენს ძვირფას ხალხს. ეს არის ჩემი პოლიტიკური მრწამსი. ასეთი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება დაიწყო ჩვენმა გუნდმა, ვინაიდან ჩვენ ჯერ კიდევ ახალგაზრდა დემოკრატია გვაქვს, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა მაგალითს დავუტოვებთ ჩვენს შვილებს. თანამდებობები არის დროებითი, ჩემო ძვირფასებო, მარადიული არის უფალი და სამშობლო. ამიტომ დღეს მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პრემიერმინისტრის თანამდებობა. ახლა, როცა გამყარებულია ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო მიმართულებები, მე მინდა ვუსურვო წარმატება ჩვენს მომავალ პრემიერმინისტრს

ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრობიდან გადადგომისას

კომენტარები