ღარიბაშვილის გადადგომა

ვოლსკი: ღარიბაშვილის ინტელექტუალური რესურსი არ უნდა დაიკარგოს პარტიისთვის

ნუ ვიჩქარებთ დასკვნის გაკეთებას, რატომ და რისთვის ხდება ცვლილებები. ვფიქრობ, უკეთესობისკენ იქნება ყველაფერი. კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმისა, რომ რაიმე უარყოფითი შეფასების საფუძველზე მოხდეს ეს სამთავრობო ცვლილება. ირაკლი ღარიბაშვილი ყოველთვის იყო ჩვენი პარტიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი და კოალიციის საკმაოდ წარმატებული ლიდერი. ვფიქრობ, რომ მისი ინტელექტუალური რესურსი, მისი ენერგია არ უნდა დაიკარგოს პარტიისათვის.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო გადადგომაზე.

კომენტარები