სინოდის სხდომა

საქართველოს საპატრიარქოში წმიდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს

წმინდა სინოდი
wikipedia.org

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში წმიდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. უცნობია, რა საკითხებს განიხილავენ მღვდელმთავრები.

სინოდის სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხელმძღვანელობს.

წმინდა სინოდის სხდომა წელიწადში ორჯერ იმართება და ეკლესიისთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს. სინოდის განჩინება, სავარაუდოდ, დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

კომენტარები