ისრაელი

ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრი სილვან შალომი გადადგა

Reuters

ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრი სილვან შალომი გადადგა. მას სექსუალური ძალადობისთვის 11 ქალი უჩივის.

შალომი, რომელიც ამავდროულად ქვეყნის ვიცეპრემიერიც იყო, ბრალდებებს უარყოფს. შალომის თქმით, მას არ სურს, სკანდალმა მის ოჯახზე უარყოფითი გავლენა იქონიოს და სწორედ ამიტომ მიიღო თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება.

ისრაელის გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

შალომის სავარაუდო შემცვლელად ამირ ოჰანა სახელდება, რომელიც მემარჯვენე პარტია Likud-ის წევრია.

აღსანიშნავია, რომ შალომის შემთხვევა პირველი არ არის, როდესაც ისრაელელი მაღალჩინოსანი სექსუალური ძალადობის სკანდალში ეხვევა. გასულ თვეში, ამავე მიზეზით პარლამენტის წევრმა იონინ მაგალმა დატოვა თანამდებობა. მის საქმეზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. 2011 წელს კი ისრაელის ექსპრეზიდენტ მოშე კაცავს სამი თანამშრომლის გაუპატიურებისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

კომენტარები