სატრანსპორტო მოძრაობა

5 იანვრამდე ვარდების რევოლუციის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტის ინფორმაციით, 2015 წლის 21 დეკემბერს 00:00 საათიდან, ვარდების რევოლუციის მოედანზე ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აიკრძალება. უწყებაში აღნიშნავენ, რომ შეზღუდვა თბილისის მერიის მიერ საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით დაწესდა.

ვარდების რევოლუციის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა 2016 წლის 5 იანვრიდან აღდგება.

კომენტარები