სატრანსპორტო მოძრაობა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის დაზიანებულ მონაკვეთებზე მოძრაობა აღდგა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე კილომეტრზე (თერჯოლასთან ახლოს) და ამავე გზის 293-ე კილომეტრზე (ქ. სენაკში შესასვლელთან) ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე აღდგენილია და მოძრაობა ცენტრალურ მაგისტრალზე გადაერთო. ამის შესახებ განცხადებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

"რამდენიმე დღის წინ განვითარებული სტიქიური მოვლენების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი - სენაკი - ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე და 293-ე კილომეტრებზე ადიდებულმა მდინარეებმა საავტომობილო გზა დააზიანა. აღნიშნულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დრომდე შემოვლითი გზით ხორციელდებოდა."- წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები