სატრანსპორტო მოძრაობა

თბილისში 14 აგვისტომდე მტკვრის მარჯვენა სანაპირო გადაიკეტება

თბილისში მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე შექმნილმა საცობმა ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება გამოიწვია, რაც აღნიშნულ მონაკვეთზე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას უკავშირდება.

"მოძრაობის განტვირთვის მიზნით, თბილისის მერიის მიერ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას მარჯვენა სანაპიროზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდება. 10- დან 13 აგვისტოს ჩათვლით  შეიზღუდება გადაადგილება მარჯვენა სანაპიროზე, მშრალი ხიდიდან გალაქტიონის ხიდის მიმართულებით, ვინაიდან  ამ მონაკვეთზე  გზის გაფართოება მიმდინარეობს. სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ  ზაარბრუკენის მოედნიდან მარცხენა სანაპიროს მიმართულებით", - ნათქვამია მერიის ოფიციალურ განცხადებაში. 

მომდევნო დღეებში სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ზაარბრუკენის მოედნიდან მარცხენა სანაპიროს მიმართულებით.

კომენტარები