ჩვენ ერთი ელასტიკური თვისება გვაქვს, ადვილად შეგვიძლია ადაპტირება, რაღაცის ათვისება, მისი გადამუშავება, კარგის დატოვება. ისტორიას თუ გადავხედავთ, ეს ასეა. აღმოსავლური კულტურა იყო ჩამოსული და რაღაცები ჩვენად ვაქციეთ. ასევე, სხვა კულტურები. ამ მხრივ ჩვენ ადვილად დავამყარებთ ევროპასთან ურთიერთობას და მათთვის ბევრი რამე იქნება საინტერესო. ჩვენ უნიჭო ხალხი არ ვართ და სწორი მობილიზების დროს ევროპაში ჩვენ კულტურულად მდგმურები არ ვიქნებით, თუ კარგი მენეჯმენტი გვექნება. ეს საშიშროება არ არის. თუ მაინცდამაინც რამეს დავკარგავთ, ე.ი. დასაკარგი იყო. რომ ვამაყობთ ხოლმე რაღაც აღმოჩენებით, ის თუ მე და თქვენ ვიცით და სხვას არავის ვეუბნებით, რაღა აღმოჩენაა? რომ ვამტკიცებთ – მაგარი კულტურა გვაქვს, ეს თუ სხვებს არ ვაჩვენეთ, რაღა აზრი აქვს? მე უფრო ეკონომიკა მაშინებს. იქ რას გაყიდი შენ? ლატვიელი მეგობრები მიყვებოდნენ ცოტა ხნის წინ, ევროკავშირში რომ შევედით, რძე დაგვიღვარესო. იქ საერთო ეკონომიკურ წესრიგში უნდა ჩაჯდე შენი ხარისხით, იმ დოზით, რა დოზითაც ამ სივრცეს ჭირდება. აქ მხოლოდ ქვევრის ღვინოთი ჩვენ რამდენად გავალთ ფონს, არ ვიცი, იმიტომ, რომ ფრანგული, იტალიური, ინგლისური ღვინის კულტურა ძალიან ძლიერია. აქ პრობლემები გვექნება პირველ ხანს. მთავარი არის, ჩვენ შემტენები არ ვიყოთ. ჩვენ კი არ ვეტენებით ევროპას, არამედ ჩვენი განძით მივდივართ და ვეუბნებით, რომ ჩვენი წილი ეს არის. თუმცა, ჯერ ფეხზე ვერ ვდგავართ კარგად, ბევრი ნაკლი გვაქვს.
tbl.ge/rd7
დაკოპირდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია ნეტგაზეთთან ინტერვიუში.
ამავე თემაზე
- სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი დაიწყო
- წილოსანი უვიზოზე: 31 აგვისტო წინასაარჩევნოდ ტემპერატურის ასადუღებლად ხომ არ დათქვეს?
- წულუკიანი: დასჯის მცდელობაა, უვიზოს შეჩერება წარმოუდგენელი და შეუძლებელია
- კალაძე უვიზოზე: არ მოტყუვდეთ, პროცესის დაწყებასაც კი EU-ს 27 წევრის თანხმობა სჭირდება
- ქუთაისის აეროპორტში ფრანგი, პარიზში - ქართული საიმიგრაციოს წარმომადგენლებიც იქნებიან




