რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

პრემიერი: ჩვენი პრაგმატული პოლიტიკით ეროვნულ ინტერესებს ვიცავთ

ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი ნაბიჯი, სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ასეთი ჟესტი, ასეთი ნაბიჯი ჯერ კიდევ 2011 წელს გადავდგით, ჩვენმა სახელმწიფომ და ვფიქრობ, რომ ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ მთელს მსოფლიოში უვიზოდ გადაადგილებას, ყოველგვარი ბარიერების გარეშე. ვფიქრობ, რომ ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა, რა თქმა უნდა, კიდევ და კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ არის მიმართული ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად. ყველაფერს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ჩვენი ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. არც ერთი ნაბიჯი ჩვენ არ გადაგვიდგამს საგარეო პოლიტიკის მიმართულებით და საერთოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინების გარეშე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც მინდოდა, რომ კიდევ ერთხელ აღმენიშნა.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებაზე, რომ რუსეთი მზად არის, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს.

კომენტარები