ე.წ. პოლიტპატიმრები

მამალაძე: 2012 წელს პოლიტდევნილის სტატუსისთვის მატერიალურ მხარეზე მიმანიშნეს

რუსთავი 2

პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ვიდეოპრესკონფერენცია გამართა ქვემო ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა ლევან მამალაძემ. ის 2012 წელს პოლიტდევნილის სტატუსის მინიჭებას ითხოვდა, თუმცა სიაში ვერ მოხვდა. მამალაძის მტკიცებით, ეკა ბესელია შუამავლების დახმარებით გარკვეულ ფინანსურ გარიგებაზე მიუთითებდა. ყოფილი გუბერნატორის თქმით, მან გარიგებაზე უარი თქვა, რის გამოც, ე.წ. პოლიტპატიმართა სიაში ვერ მოხვდა. ლევან მამალაძემ პროცესის თანამონაწილედ თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელიც დაასახელა.

"მინიშნებები იყო გარკვეულ მატერიალურ დაინტერესებაზე. მე არ ჩავყევი ამ ბინძურ თამაშს, ამის შემდეგ, სიიდან ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე ამომშალეს. მე გავაკეთე განცხადება, რომ არ ვაპირებდი ამაში ჩარევას, ვერ გამიბედეს, თუ მე ვიტყოდი, რომ ეს მაინტერესებს, უკვე წავიდოდა ვაჭრობა. არ მივიყვანე აქამდე საქმე, ღიად გავაკეთე განცხადება და მოვუჭერი ბესელიას და ხიდაშელს ამ თემის განვითარება", - აცხადებს მამალაძე.

კომენტარები