ე.წ. პოლიტპატიმრები

ე.წ. პოლიტპატიმრები საზოგადოებრივ ტრანსპორტში 20-თეთრიანი ტარიფით ისარგებლებენ

2015 წლის 1 იანვრიდან, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები, თბილისში მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათებით ისარგებლებენ. ინტერპრესნიუსის ცნობით, ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ე.წ. პოლიტპატიმრები 20-თეთრიანი ტარიფით ისარგებლებენ. 

"პოლიტიკურად დევნილები და რეპრესირებული ადამიანები მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათებს პირველი იანვრიდან მიიღებენ, ის ადამიანები, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით იყვნენ დაკავებულნი და არიან გათავისუფლებულნი. იუსტიციის სამინისტრო მოგვცემს იმ პირთა სიას, რომლებზეც შეღავათი დაწესდება", - განაცხადა ნარმანიამ და აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა მომავალი წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული. 

კომენტარები