ე.წ. პოლიტპატიმრები

მელორ ვაჩნაძე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს

facebook.com

პოლიციამ პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული მელორ ვაჩნაძე სამშაბათს, 4 მარტს, თბილისში, დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს 353-ე მუხლით, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. შსს საქმის სხვა დეტალებს არ ასაჯაროებს.

ცნობისთვის, მელორ ვაჩნაძე 2013 წლის 28 მარტს, ლაგოდეხის რაიონში, პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს. გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნათელა ჯაშიაშვილმა ვაჩნაძეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმის სახით 400 ლარის გადახდა დააკისრა.

შეგახსენებთ, რომ მე­ლორ ვაჩ­ნა­ძემ რუს­თა­ვის მე-17 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა პარ­ლა­მენ­ტის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ამ­ნის­ტი­ის შე­დე­გად 2013 წლის 13 იან­ვარს პოლიტპატიმრის სტატუსით და­ტო­ვა. მოძრა­ო­ბის "შე­მოგ­ვი­ერთდი" ლიდერი თაღლითობისა და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მი­მართ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის ბრალ­დე­ბით 2009 წლი­დან იხ­დი­და სას­ჯელს.

კომენტარები