ყალბი ფული

ყალბი 50 ლარიანების დამზადება-გასაღებისთვის ორი პრი დააკავეს

ფულის მუზეუმი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ფულის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავა.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებულები - ქეთევან ტიღაშვილი და უჩა გიორგობიანი წინასწარ შეთანხმებით, სისტემატიურად ამზადებდნენ და თბილისში მდებარე სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში ასაღებდნენ ყალბ 50 ლარიან კუპიურებს. დაკავებულთა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია სხვადასხვა ნივთები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა საშუალებითაც ამზადებდნენ ყალბ ფულს.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს 7-დან 10 წლამდე პატიმრობას.

კომენტარები