ყალბი ფული

შიდა ქართლში გაასაღეს $188 900 ყალბი ფული – საგამოძიებომ ორი პირი დააკავა

საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შიდა ქართლის რეგიონში, გაასაღეს საერთო ჯამში 188 900 აშშ დოლარის ოდენობის 1 889 ცალი ყალბი 100 დოლარიანი  კუპიურა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული" - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10-წლამდე ვადით.

კომენტარები