ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დიდი ოდენობით ყალბი ფულის შენახვისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მატერიალური სარგებლის უკანონო მიღების მიზნით, ქვემო ქართლის რეგიონში არსებულ შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპრესის ფილიალებში გაასაღეს, ჯამში, 3000 აშშ დოლარის ოდენობის, 60 ცალი ყალბი 50 აშშ დოლარიანი კუპიურა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული". - ნათქვამია უწყების გამცხადებაში.
მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.





