ქრთამის აღება

ქრთამის აღებისთვის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი დააკავეს

ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის თანამშრომელი ანზორ გუნბერიძე დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გუმბერიძის წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

"ბრალდებულმა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის ზედამხედველობის პროცესში, რომელიც ეხებოდა ვანდალიზმის შედეგად დაზიანებული ფასადების აღდგენას, კერძოდ კი, ერთ-ერთ ობიექტზე ვითომდა გაკრული პლაკატებისაგან გასუფთავებას, რაც რეალურად არ არსებობდა, ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელს დაამზადებინა სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი ყალბი აქტი, რის საფუძველზეც მერიამ აღნიშნულ კომპანიას საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა 5000 ლარი. სანაცვლოდ ბრალდებულმა ქრთამის სახით მოიოთხოვა და აიღო თანხის ნახევარი 2500 ლარი", - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

კომენტარები