სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ბრალდებით, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 22-ე კილომეტრზე ერთი პირი დააკავეს. 1990 წელს დაბადებული სიმისტან ი-ს პირადი ჩხრეკისას, 20,3780 გრ ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს, რომელიც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 0,1881 გრ ჰეროინს და 1,1913 გრ კოდეინს შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).





