კრიმინალი

ვაჟა-ფშაველას გამზირზე გუშინდელ მკვლელობაში ბრალდებული ქალი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარი მკვლელობისთვის ერთი პირი დააკავეს. 1979 წელს დაბადებული ხათუნა ბ. მკვლელობის ბრალდებით გუშინ აიყვანეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ნაქირავებ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1974 წელს დაბადებულ პაატა ხ-ს ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ხათუნა ბ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

კომენტარები