კრიმინალი

სასაფლაოსთან დაჭრილი ერთ-ერთი პირი სასჯელს პოლიციელის მკვლელობისთვის იხდიდა

Getty Images

რუსთავი 2-ის ინფორმაციით საბურთალოს სასაფლაოსთან დაჭრილი ერთი პირი სასჯელს პოლიციელის მკვლელობისთვის, ხოლო მეორე ყაჩაღობისთვის იხდიდა.

თავდასხმა საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე 15 დეკემბერს შუადღისით მოხდა. თავდამსხმელები პოლიციას ჯერ არ დაუკავებია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (იარაღის უკანონო მოხმარება) და 118-ე (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) მუხლებით დაიწყო.

ამ დროისთვის ორივე დაჭრილი პირის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.


კომენტარები