სპეცოპერაცია

ბერი გაბრიელის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

თბილისში, ბერი გაბრიელის გამზირზე (ყოფილი ქაქუცა ჩოლოყაშვილის და ბოგდან ხმელინცკის ქუჩის ნაწილი) ჩატარებული სპეცოპერაციისას ერთი პირი დააკავეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სპეცრაზმი, ასევე სასწრაფო სამედიცინო სამსახური.

კომენტარები