სპეცოპერაცია

რუსთავი 2-ის ცნობით თბილისში სპეცოპერაციის შედეგად 5 უკრაინის მოქალაქე დააკავეს

რუსთავი 2

რუსთავი 2-ის ინფორმაციით თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე, გამთენიისას სპეცოპერაცია ჩატარდა, სადაც 5 უკრაინის მოქალაქე დააკავეს. 

ტელეკომპანიის ინფორმაციით დაკავებული 5 პირი ამავე ქუჩაზე მდებარე სასტუმრო "ალიანსში" 27 ნოემბრიდან ცხოვრობდნენ.

სასტუმროს ადმინისტრატორმა რუსთავი 2-თან დაადასტურა, რომ მათ სასტუმროში მცხოვრები 5 პირი ღამით დააკავეს.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ დაკავებულ 5 პირს შორის ბატალიონ დონბასის წევრი ლუკა ჩხეტიაც არის.

ტაბულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, მათი თქმით ისინი კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

კომენტარები