ნარკოდანაშაული

97 აბი ექსტაზის უკანონო შეძენა-შენახვისთვის ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული გიორგი მ. და 1987 წელს დაბადებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ალბინა ს. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს. პოლიციამ ორივე დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 97 აბი (მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) ე.წ ექსტაზი ამოიღო.

ნარკოლოგიური შემოწმებით ალბინა ს–ს ნარკოტიკული საშუალება ექსტაზის, ამფეტამინის, და მეტამფეტამინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით).

კომენტარები